---
title: "მუხლი 54. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/54"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "54"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/54

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს:
ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;
ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/55.md
