---
title: "მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/56"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "56"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/56

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;
გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;
ზ ) ინფორმაციას საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ ( მათ შორის , საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების შესახებ );
თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;
ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს;
ი 1 ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ ​ 3 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს;
კ ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს ;
ლ ) ინფორმაციას „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების შესრულების შესახებ .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციაში აისახება მონაცემები წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად .
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/57.md
