---
title: "მუხლი 58. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/58"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "58"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/58

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის თაობაზე.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
თავი IX. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/59.md
