---
title: "მუხლი 60. სესხის გამცემი და სესხის მიმღები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/60"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "60"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. სესხის გამცემი და სესხის მიმღები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/60

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამცემია ის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის ასიგნებებიდანაც გაიცემა სესხი ან/და რომელსაც გასაცემი სესხის რესურსი (თანხები) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან ან/და სხვა წყაროებიდან.

2. სესხის მიმღები შესაძლებელია იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან ორგანიზაცია ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/61.md
