---
title: "მუხლი 62. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/62"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "62"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/62

1. სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებს სესხის გამცემი, თუ განკარგულებით არ არის განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

2. სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სესხის მიმღები ვალდებულია შეწყვიტოს სესხის არამიზნობრივი ხარჯვა, გონივრულ ვადაში გამოასწოროს დარღვეული პირობები, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის არამიზნობრივად გამოყენებული სესხის შესაბამისი ოდენობა მიმართოს საკუთარი სახსრებიდან.

3. თუ სესხის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, სესხის მიმღები ვალდებულია წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოს არამიზნობრივად გამოყენებული სესხი (ტრანში) და გადაიხადოს მასზე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა, საურავი, რომლის დარიცხვა გაგრძელდება შესაბამისი ვალდებულებების შესრულებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/63.md
