---
title: "მუხლი 64. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/64"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "64"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/64

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სესხის გამცემი. სესხის გამცემი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს:
ა) თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) – რეესტრში ასახულ ინფორმაციას;
ბ) სესხის ხელშეკრულების, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის, ასევე მათში განხორციელებული ცვლილებების ასლებს.

1¹. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესსა და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .
საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198
კარი IV. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი X. ზოგადი ნორმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/65.md
