---
title: "მუხლი 70. საგანგებო ბიუჯეტი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/70"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "70"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. საგანგებო ბიუჯეტი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 70 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/70

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისთვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 67-ე და 69-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი XI. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/71.md
