---
title: "მუხლი 75. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/75"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "75"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/75

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/76.md
