---
title: "მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/79"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "79"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/79

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.

4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/79-1.md
