---
title: "მუხლი 83. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/83"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "83"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/83

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი XIV. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/84.md
