---
title: "მუხლი 88. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/88"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "88"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 88 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/88

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არაუგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
კარი V. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი
თავი XV. ზოგადი ნორმები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/89.md
