---
title: "მუხლი 89¹. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებ ი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/89-1"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "89^1"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89¹. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებ ი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 89¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/89-1

1. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება , რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს :
ა ) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას ;
ბ ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს ;
გ ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს ;
დ) მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.

2. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით .

3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა , სხვა საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით .
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/90.md
