---
title: "მუხლი 9. პროგრამული ბიუჯეტი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/9"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "9"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პროგრამული ბიუჯეტი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/9

1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ასიგნებები ასევე გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და, შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით.

2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ.

3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

4. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/10.md
