---
title: "მუხლი 93. საგანგებო ბიუჯეტი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/93"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "93"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. საგანგებო ბიუჯეტი — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 93 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/93

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 90-ე და 92-ე მუხლებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
თავი XVI. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება , წარდგენა და დამტკიცება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/94.md
