---
title: "მუხლი 94. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/94"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "94"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/94

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/95.md
