---
title: "მუხლი 96. ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და წარდგენის ვადები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/96"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "96"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და წარდგენის ვადები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 96 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/96

1. დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 15 ივნისისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/97.md
