---
title: "მუხლი 99. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/99"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "99"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 99 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/99

1. საფინანსო ორგანო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.

2. მხარჯავ დაწესებულებებსა და საფინანსო ორგანოს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო.

3. საფინანსო ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/100.md
