---
title: "მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი — სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91252-sakhelmwipos-sakutrebashi-miktseuli-konebis-gankargvis-shesakheb/8"
law: "სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 91252"
adopted: "2009-12-25"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი — სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91252-sakhelmwipos-sakutrebashi-miktseuli-konebis-gankargvis-shesakheb/8

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განსაზღვროს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საწყისი ფასი, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის (აქტების) გამოცემამდე ამ კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91252-sakhelmwipos-sakutrebashi-miktseuli-konebis-gankargvis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91252-sakhelmwipos-sakutrebashi-miktseuli-konebis-gankargvis-shesakheb/9.md
