---
title: "მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/10"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/10

სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
საქართველოს 2017 წლის 22
დეკემბრის
კანონი №1830
- ვებგვერდი, 29.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/11.md
