---
title: "მუხლი 14. სამსახურის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/14"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სამსახურის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/14

სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება:
ა) პროფესიული ვალდებულებების შესრულება იმ პირის მიმართ, რომელიც
საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად ითვლება მის ნათესავად ანდა რომლის მიმართაც მას ან მის ნათესავს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი;
ბ) პირადი, კომერციული, პროფესიული ან/და სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საგადასახადო კონტროლის განხორციელება იმ პირის მიმართ, რომელსაც იგი ხელშეკრულების საფუძველზე უწევს მომსახურებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/15.md
