---
title: "მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/4"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/4

1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) გადასახადის/გადასახდელის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება;
გ) გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრის საკითხებზე სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/5.md
