---
title: "მუხლი 5. სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური უფლებამოსილებები — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/5"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური უფლებამოსილებები — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/5

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის შესაბამის თანამშრომელს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს, იხელმძღვანელოს
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის
30-ე, 31-ე (გარდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული უფლებისა), 32-ე და 33-ე (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა) მუხლებით.

2. სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1277 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2150 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/6.md
