---
title: "მუხლი 8¹. სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მათი მინიჭების წესი — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8-1"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "8^1"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹. სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მათი მინიჭების წესი — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 8¹ (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8-1

1. თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან.

3. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს: ა) სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს; ბ) სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის წესსა და პირობებს. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1925 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1117 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/9.md
