---
title: "მუხლი 8. სამსახურის დაფინანსება — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სამსახურის დაფინანსება — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სამსახურის მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის განვითარებას.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №529
5
- ვებგვერდი, 05.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8-1.md
