---
title: "მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლის წახალისება — შემოსავლების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/9"
law: "შემოსავლების სამსახურის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 91384"
adopted: "2010-02-23"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლის წახალისება — შემოსავლების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შემოსავლების სამსახურის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/9

სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღის ვადით;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;
ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
საქართველოს 2017 წლის 22
დეკემბრის
კანონი №1830
- ვებგვერდი, 29.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91384-shemosavlebis-samsakhuris-shesakheb/10.md
