---
title: "მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/1"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 91528"
adopted: "2010-04-20"
consolidated_as_of: "2011-11-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2011-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2011-11-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/1

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003 − 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.

2. ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედებაც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003 − 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებასთან და 2011 წლის 1 ნოემბრისთვის ეს ქმედება არ არის შეწყვეტილი.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/2.md
