---
title: "მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/2"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 91528"
adopted: "2010-04-20"
consolidated_as_of: "2011-11-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2011-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2011-11-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/2

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დღისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან მიმდინარეობის მიუხედავად, აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებულ პირებზე. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/3.md
