---
title: "მუხლი 5 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/5"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 91528"
adopted: "2010-04-20"
consolidated_as_of: "2011-11-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2011-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2011-11-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/5

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი პროკურორი.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91528-amnistiis-shesakheb/6.md
