---
title: "მუხლი 112. სამუშაო პირობები — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/112"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "112"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 112. სამუშაო პირობები — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/112

1. პენიტენციური დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).

3. ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ჩარიცხვისა და ამორიცხვის საკითხებს) და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესს, აგრეთვე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია, განსაზღვრავს მინისტრი (შესაძლებელია ამ სამუშაოთა შორის გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და განისაზღვროს მათი შესრულების მიღება-ჩაბარების წესი).
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3711 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5015 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/112-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
