---
title: "მუხლი 125. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/125"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "125"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 125. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 125 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/125

1. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.

1¹. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც სარგებლობენ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით.

2. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმების განსაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა.

3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების პროგრამის დამტკიცება.

4. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო არის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე.

5. სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ განახორციელოს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარმოებაში არსებული საქმეები.

6. უფლებამოსილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა განახორციელონ ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად მოხდეს ამ კოდექსით დადგენილი საცხოვრებელი ფართობის ოდენობების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან დაახლოება სახელმწიფოს შესაძლებლობების გათვალისწინებით.

7. სამინისტრომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი კურსის გავლის ვადების განსაზღვრა.

8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან შეთანხმებით მოამზადოს და არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2701 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/124-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/125-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
