---
title: "მუხლი 71⁸. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-8"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "71^8"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 71⁸. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 71⁸ (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-8

1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილების მიცემა;
ბ) საყვედურის გამოცხადება;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 71 8 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოქმედების დროს და ასევე სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბლანკეტურად უზღუდავს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1441 – ვებგვერდი, 08.07.2021წ.
თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
კ) ფულადი გზავნილის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ლ) ამ კოდექსის 71 6 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა 2 თვემდე ვადით.

1¹. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

2. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1441 – ვებგვერდი, 08.07.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №979 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1323 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
თავი XII. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/71-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/72.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
