---
title: "მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები — პატიმრობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/79"
law: "პატიმრობის კოდექსი"
article: "79"
identifier: "2696"
adopted: "2010-03-09"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 79. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები — პატიმრობის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-01-01.
> Cite as: პატიმრობის კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2023-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/79

1. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს:
ა) პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. კვების პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
ბ) ეცვას პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, ხოლო თუ ასეთი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს − პენიტენციური დაწესებულების მიერ გადაცემული სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი;
გ) პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა;
დ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის წიგნებით და პრესით;
ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №943) .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზ-ღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/8/1444 – ვებგვერდი, 27.11.2023წ.

2¹. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.

3. ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით .
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №979 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1323 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/8/1444 – ვებგვერდი, 27.11.2023წ.
თავი XIV. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91612-patimrobis-kodeksi/80.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
