---
title: "მუხლი 11. კონტროლის გარემო — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/11"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "11"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კონტროლის გარემო — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/11

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ შესაბამისი კონტროლის გარემოს ჩამოყალიბებასა და დახვეწას, რომელიც მოიცავს: ა) ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა პირად და პროფესიულ პატიოსნებას და ეთიკურ ღირებულებებს; ბ) მართვის პროცესებსა და მეთოდებს; გ) დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას; დ) ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების განაწილებას, ასევე ანგარიშგების საფეხურების იერარქიულობას; ე) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკას; ვ) დაწესებულების თანამშრომელთა კომპეტენტურობას. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/12.md
