---
title: "მუხლი 15. მონიტორინგი და შეფასება — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/15"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "15"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. მონიტორინგი და შეფასება — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/15

1. დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგისა და შეფასებისათვის, მისი ადეკვატურობის, ფუნქციონირების შენარჩუნებისა და დროულად განახლების მიზნით. მონიტორინგი უზრუნველყოფს ასევე შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება უწყვეტი მონიტორინგისა და თვითშეფასების მეშვეობით, შიდა აუდიტის სუბიექტთან ერთად. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/16.md
