---
title: "მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/17"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "17"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/17

შიდა აუდიტის სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/18.md
