---
title: "მუხლი 24¹. შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/24-1"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "24^1"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24¹. შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 24¹ (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/24-1

1. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.

2. დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა აუდიტორს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.

3. სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას ადასტურებს ჰარმონიზაციის ცენტრი ამ კანონის 24 2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/24-2.md
