---
title: "მუხლი 4. შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/4"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "4"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/4

1. შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში: ა) საქართველოს სამინისტროებში; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში; გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; დ) მუნიციპალიტეტის მერიაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულების საფუძველზე.

2. შიდა აუდიტის სუბიექტი შეიძლება შეიქმნას იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელიც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირში, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა დაწესებულებამ შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე უნდა აცნობოს ჰარმონიზაციის ცენტრს. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1266 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6945-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ. თავი II. ფინანსური მართვა და კონტროლი საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/5.md
