---
title: "მუხლი 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავება — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/5"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "5"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავება — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/5

1. თითოეული დაწესებულება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად შეიმუშავებს ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარ სისტემას.

2. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია იმისთვის, რომ ზემდგომ ხელმძღვანელს აცნობოს ფინანსურ მართვასა და კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/6.md
