---
title: "მუხლი 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზანი — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/6"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "6"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზანი — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/6

1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ინერგება ფინანსური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებისათვის, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად, რაც ხორციელდება შემდეგი საშუალებებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ წესებთან, შიდა პოლიტიკასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან; ბ) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება; გ) სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება; დ) აქტივების, ინფორმაციისა და სხვა რესურსების დაცვა დაკარგვისაგან, არამართლზომიერი გამოყენებისაგან ან მართვისაგან და დაზიანებისაგან.

2. ფინანსური მართვა და კონტროლი ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში.

3. ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს, ოპერაციებსა და ქმედებებს. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/7.md
