---
title: "მუხლი 7. მენეჯერული ანგარიშვალდებულების არსი — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/7"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "7"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მენეჯერული ანგარიშვალდებულების არსი — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/7

1. დაწესებულების ყოველ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის და სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისათვის პასუხისმგებელია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე.

2. რომელიმე პროგრამაზე ან პროექტზე ერთზე მეტი დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი ხელმძღვანელები წერილობით უნდა შეთანხმდნენ თითოეული მათგანის მენეჯერული ანგარიშვალდებულების მოქმედების სფეროზე. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/8.md
