---
title: "მუხლი 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"
article: "8"
identifier: "2839"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2023-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/8

1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას; ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო რესურსებს; დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას; ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას; ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას; ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესში; თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის პროცედურების დანერგვას; ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით; ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას; მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების შეფასებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში პასუხისმგებელია შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფისა და მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის.

3. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675) . საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91618-sakhelmwipo-shida-pinansuri-kontrolis-shesakheb/9.md
