---
title: "მუხლი 10. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საოჯახო ურთიერთობებში — გენდერული თანასწორობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/10"
law: "გენდერული თანასწორობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 91624"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საოჯახო ურთიერთობებში — გენდერული თანასწორობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/10

1. საოჯახო ურთიერთობებში, ქორწინებისა და განქორწინების დროს ქალი და მამაკაცი სარგებლობენ თანასწორი პირადი და ქონებრივი უფლებებით, მათ შორის, გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევის უფლებით, და ეკისრებათ თანასწორი მოვალეობები. საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით დისკრიმინაცია ან უპირატესობის მინიჭება.

2. ოჯახში ქალსა და მამაკაცს თანასწორი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის საკითხები.

3. შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად, ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. გარანტირებული და უზრუნველყოფილია მეუღლეთა მიერ საქმიანობისა და შვილების აღზრდის თანასწორი შესაძლებლობები.

4. ოჯახში მეუღლეთა მიერ გაწეულ შრომასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები თანასწორია.

5. მეუღლეებს აქვთ ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, გამოყენებისა და განკარგვის თანასწორი უფლება.

6. მეუღლეებს თანასწორი უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ დასვენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.
საქართველოს 2025 წლის 2
აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/9-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/11.md
