---
title: "მუხლი 12². აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა — გენდერული თანასწორობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/12-2"
law: "გენდერული თანასწორობის შესახებ"
article: "12^2"
identifier: "matsne 91624"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12². აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა — გენდერული თანასწორობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 12² (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/12-2

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს. ამ საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტითა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1050 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/12-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/13.md
