---
title: "მუხლი 14. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები ქალის და მამაკაცის თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით — გენდერული თანასწორობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/14"
law: "გენდერული თანასწორობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 91624"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები ქალის და მამაკაცის თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით — გენდერული თანასწორობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/14

1. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევაზე.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/15.md
