---
title: "მუხლი 7. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის  სახელმწიფო გარანტიები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში — გენდერული თანასწორობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/7"
law: "გენდერული თანასწორობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 91624"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის  სახელმწიფო გარანტიები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში — გენდერული თანასწორობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/7

1. ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიისა და სპეციალობის თავისუფლად არჩევის უფლება. ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობით, დისკრიმინაციის გარეშე.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიერ ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაში მონაწილეობის ჩათვლით.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/8.md
