---
title: "მუხლი 9. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში — გენდერული თანასწორობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/9"
law: "გენდერული თანასწორობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 91624"
adopted: "2010-03-26"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში — გენდერული თანასწორობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/9

1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში უზრუნველყოფილია მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.

2. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, სქესის თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/9-1.md
