---
title: "მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/10"
law: "„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
article: "10"
identifier: "2911"
adopted: "2010-04-08"
consolidated_as_of: "2012-05-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, მუხლი 10 (consolidated as of 2012-05-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/10

1. საინსპექციო ორგანო დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.

2. საინსპექციო ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების განხორციელებისთვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

3. საინსპექციო ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.

4. საინსპექციო ორგანოს ხელმძღვანელს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/11.md
