---
title: "მუხლი 11. ობიექტის მფლობელის მოვალეობები — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/11"
law: "„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
article: "11"
identifier: "2911"
adopted: "2010-04-08"
consolidated_as_of: "2012-05-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ობიექტის მფლობელის მოვალეობები — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, მუხლი 11 (consolidated as of 2012-05-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/11

1. ობიექტის მფლობელი ვალდებულია: ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს ობიექტის შესაბამისობა უსაფრთხოების მოთხოვნებთან; გ) შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები; დ) უზრუნველყოს ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება; ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია; ვ) ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგინოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი წინა ტექნიკური ინსპექტირების ვადის ამოწურვამდე; ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამოსილ პირთა მითითებები; თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო; ი) განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით; კ) დაუყოვნებლივ აღმოფხვრას მომხდარი ავარიის შედეგები და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

2. ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/12.md
