---
title: "მუხლი 16. ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრ­თხოე­ბის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართ­ვის გარეშე მუშაობა — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/16"
law: "„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
article: "16"
identifier: "2911"
adopted: "2010-04-08"
consolidated_as_of: "2012-05-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრ­თხოე­ბის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართ­ვის გარეშე მუშაობა — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, მუხლი 16 (consolidated as of 2012-05-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/16

ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა ან არამართლზომიერი გაცემა, გაყალბება ან გამოყენება იმ ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებს ობიექტების შესაბამისობას სამუშაოების ან მომსახურების უსაფრთხოების წესებთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/17.md
