---
title: "მუხლი 26. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
url: "https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/26"
law: "„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“"
article: "26"
identifier: "2911"
adopted: "2010-04-08"
consolidated_as_of: "2012-05-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება — „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

> Text consolidated as of 2012-05-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, მუხლი 26 (consolidated as of 2012-05-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/26

მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება: ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით; ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91630-teknikuri-saprtkhis-kontrolis-shesakheb/27.md
